Thursday, January 24, 2013

ინკლუზია



    ინკლუზია წარმოადგენს რწმენას,რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები განათლებას უნდა იღებდნენ  თანატოლებთან ერთად,განურჩევლად იმისა, აკმაყოფილებენ თუ არა ტრადიციულ სტანდარებს.საზოგადოებრივი აზრი ინკლუზიურ   ბავშვების განათლების შესახებ  დღემდე არაერთგვაროვანია:ზოგს მიაჩნია რომ შეზღუდული უნარის მიუხედავად, ყველა ბავშვი ,ერთ სასწავლო გარემოში უნდა იყოს,ხოლო სხვათა აზრით ზოგადსაგანმანათლებლო კლასებში მხოლოდ ის ბავშვები უნდა მოთავსედნენ ,რომლებიც სავალდებულო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეათედ ნაწილს შეადგენენ.                                          


მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები უმეტეს ქვეყნებში უმცირესობაში იმყოფებიან - მათი უფლებები უმრავლესობის მხრიდან, როგორც წესი, იგნორირებულია. დროთა განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჯგუფებმა თავად დაიწყეს ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად. ამ ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებაა.1989წელიბავშვთა უფლებები გაეროს კონვენციამაღიარა ასეთი  ბავშვების განათლების უფლება. 1994  წელს იუნესკოს ეგიდით ,მსოფლიოს 92-მა  ქვეყანამ ხელი მოაწერა ესპანეთშისალამანკას დეკლარაციას”” ,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ინკლუზიურ განათლება და გააჟღერა მისი ძირითადი პრინციპები.შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების ჩართულობა.შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების ჩართულობა სასწავლო პროცესში ევროპის თვის გავლილი გზა და გადალახული ბარიერია,ამგვარი სწავლების აუცილებლობა  განაპირობა ჩატარებულმა კვლევებმა,რომლის თანახმადაც ამ ბავშვების იზოლირება იწვევს სეგრეციას და მათი უნარების კიდევ უფრო დაქვეითებას









No comments:

Post a Comment