ალბინიზმი – (ლათ. albus – თეთრი), ორგანიზმისათვის დამახასიათებელი ნორმალური პიგმენტაციის უქონლობა. ცხოველისა და ადამიანისათვის ეს არის კანის თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის, მცენარისათვის კი (მთლიანად ან მისი რომელიმე ნაწილისათვის) მწვანე შეფერილობის უქონლობა. ალბინიზმი მემკვიდეობითი ნიშან – თვისებაა; გადადის რეცესიული გენით, რომელიც ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში ხელს უშლის პიგმენტის (მცენარეებში – ქლოროფილის, ცხოველებში – მელანინის) სინთეზს. სრული ალბინიზმის შემთხვევაში მცენარეს ფოტოსინთეზის უნარი არა აქვს და იღუპება. ნაწილობრივი ალბინიზმი, რომელსაც იწვევს ალბინიზმის გენის არსებობა ფოთლის უჯრედთა ერთ ნაწილში, ჭრელფოთლიანობით გამოიხატება. მცენარეებში გვხვდება ალბინიზმის სხვა ფორმაც, რომელიც გენების ცვლილებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ შეპირობებულია ქლოროპლასტების მემკვიდრეობითი ცვლილებებით. გამოანგარიშებულია, რომ ალბინიზმის გენს ატარებს ყოველი 70 ადამიანიდან ერთი, ხოლო მისი გამომჟღავნების სიხშირეა 1: 20 000
ალბინიზმი ყოველთვის ერთნაირად არ ვლინდება. ზოგჯერ უპირატესად თვალის ფერადი გარსის შეფერილობის ინტენსივობა იკლებს, ზოგჯერ კი კანისაც, თმისაც და თვალის ფერადი გარსისაც. შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს ბადურა გარსში, ჩამოყალიბდეს მხედველობის სხვადასხვაგვარი დარღვევა, მათ შორის - ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი, ასევე - სინათლის მიმართ მგრძნობიარობის მატება და სხვა ანომალიები.
ალბინიზმით დაავადებულებს აქვთ თეთრი კანი (ეს განსაკუთრებით თვალში საცემია არაევროპეიდული რასის წარმომადგენლებში), თეთრი (ან ქერა) თმა და წითელი თვალები.
ალბინიზმი სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. განასხვავებენ ნაწილობრივი ალბინიზმის რამდენიმე სახეს:
ალბინიზმით დაავადებულებს აქვთ თეთრი კანი (ეს განსაკუთრებით თვალში საცემია არაევროპეიდული რასის წარმომადგენლებში), თეთრი (ან ქერა) თმა და წითელი თვალები.
ალბინიზმი სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. განასხვავებენ ნაწილობრივი ალბინიზმის რამდენიმე სახეს:
- კანის ალბინიზმი - კანის ზოგიერთ უბანში პიგმენტის თანდაყოლილი უქონლობა, რასაც ამ ადგილებში თმების სითეთრე სდევს თან;
- თვალის ალბინიზმი - კანისა და თმის ფერი ჩვეულებრივია, თვალის ფერად გარსში კი პიგმენტები არ არის.
წყარო: samyaros.info/index.php?option=com_content&view=article&id=132:2011-05-19-12-27-06&catid=34:2011-04-12-06-49-14&Itemid=52